ქორთიად მერიოტი, ალიანს ჯგუფის პროექტი, ბათუმში
16სექ

ქორთიად მერიოტი, ალიანს ჯგუფის პროექტი, ბათუმში

თუ აჭარაში მდებარე ულამაზეს ქალაქს ბათუმს ესტუმრებით, ის სულ სხვანაირი დაგხვდებათ, ვიდრე ოდესმე ყოფილა. თქვენ დაათვალიერებთ ბევრად დახვეწილსა და გემოვნებით შექმნილ არქიტექტურულ ნამუშევრებს, რომელიც მნახველს აოცებს, თავისი მდიდრული, საინტერესო და მოხდენილი გარემოთი, სწორედ ასეთს მიეკუთვნება  "Courtyard Marriott  By Alliance Group in Batumi" რომელიც ალიანს ჯგუფის ერთ-ერთი მსხვილი პროექტია.

მოგზაურობა რკინიგზის სადგურიდან დავიწყოთ, სადაც 2 სართულიანი შატლის ტიპის მატარებელი მოძრაობს ქ.თბილისი ქ.ბათუმი და პირიქით. პირველივე რასაც შეამჩნევთ რკინიგზის სადგურის გამოსასვლელში უზარამზარი სტენდია, ალიანს ჯგუფის პროექტებისა და ისინი აჭარაში ხორციელდება. როდესაც ქალაქის დათვალიერებას დავიწყებთ და გავემგაზვრებით ბათუმის ცენტრისკენ, გზად მრავალი გარე რეკლამის ბანერი  შეგვხვდება ქუჩებში "Courtyard Marriott"-სა და მსგავსი პროექტების ჭრილში. ასევე გავივლით მრავალ მწვანე სკვერს შესანიშნავი პალმებითა და ურბანული განაშენიანების კუთხით მოწყობილს. ასევე სხვადასხვა ადგილას შეგვხდება ავტომატები, რომლის მეშვეობითაც დავჯავშნით ველოსიპედს, სკუტერს და სხვა მავალ საშუალებას.

პლაჟი ულამაზესია და კეთილმოწყობილი ხის ბილიკები ჩადის ზღვის სანაპირომდე, რომლის გარშემო მრავალი კაფე-რესტორანი, ბუნგალო და ქოლგისა და შეზლონგის გამქირავებელი ცენტრია, გარშემორტყმულია დუშკაბინისა და ტანსაცმლის შესაცვლელი  სივრცეებით. ბოლოს სანაპიროდან რომ გაიხედავ ქალაქისკენ, შეუძლებელია  თვალი არ მოჰკრა შესანიშნავ არქიტექტურულ ნამუშევარს "Courtyard Marriott"-ს, ეს პროექტი, როგორც თავდაპირველად, ისე დასასრულისკენ მრავალდარგობრივი ექსპერტებისა და კვალიფიციური პირების ჩართვას მოითხოვდა. როდესაც ის ექსპლუატაციაში შევიდა,  საჭირო გახდა მისი ავეჯით გაწყობა და ის უნდა ყოფილიყო მაღალხარისხიანი, ავეჯის დეტალები დაწიბოვებული ყოველი მხრიდან, განსაკუთრებული უნიკალური მასალებით შექმნილი და ინტერიერის სტრუქტურასთან შესაბამისი. 

ეს მისია კომპანია სკალამ აიღო, ავეჯის დეტალების დამამზადებელ ფირმას კი ამ დროს წარმოადგენდა კომპანია ინოვა ჯორჯია, რომელმაც დაახლოებით 4-თვის განმავლობაში იმუშავა უზარმაზარი დაკვეთის შესასრულებლად, სულ დაახლოებით 250-მდე ბინის ავეჯით გაწყობა. 

ფერთა გამამ, ზუსტმა გათვლამ და მომხმარებელთათვის შექმნილმა კომფორტმა, გამოიწვია, რომ  ქ.ბათუმში, უმაღლესი კლასის საცხოვრებელი ბინები დახვდებათ ინვესტიციით დაინტერესებულ მსურველებს და ამ ყველაფრის შექმნაში უდიდესი წვლილი შეიტანა კომპანია ინოვა ჯორჯიამ. ჩვენ ვამაყობთ პარტნიორი კომპანიებით და კიდევ უფრო დიდ წარმატებებს ვუსურვებთ მათ.





  










blog

ავტორის შესახებ

I.G

ავეჯის დეტალების დამამზადებელი კომპანია&ინტერიერის დიზაინი და ყველა სახის ფურნიტურა, იხ. ინოვა ჯორჯიაში.

მსგავსი სიახლეები

blog
21თებ

როგორია შპონის, ასევე მასიური ხის ავეჯი?

შპონი,  მიიღება ხის ტოტის ქერქისგან, ისტორიული წარსულის მიხედვით შპონის-ტიპის მასა...