როგორია შპონის, ასევე მასიური ხის ავეჯი?
21თებ

როგორია შპონის, ასევე მასიური ხის ავეჯი?

შპონი,  მიიღება ხის ტოტის ქერქისგან, ისტორიული წარსულის მიხედვით შპონის-ტიპის მასალა გამოიყენებოდა ჯერ კიდევ ძველ ეგვიპტეში, ძვირადღირებული იშვიათი: ხით, ავეჯის სარკოფაგების წარმოებას ახდენდნენ. 

დღეს საუკეთესო და იშვიათი მორები იგზავნება კომპანიებში, რათა მოხდეს პროფილის მიხედვით შპონის მასალის დამუშავება. ხშირად გამოიყენება-არც ისე თხელი 1/8 ინჩიანი (3 მმ) შპონირებული მასალა, ასევე 1/40 ინჩიანი (0,6 მმ) მასალა და სხვა.

საინტერესოა დავფიქრდეთ  შპონირებული ცარიელი ე.წ გოლი მდფ-ი უფრო იაფია, თუ მასიური ხისგან წარმოებული ავეჯი? კვლევებმა აჩვენა, რომ თითქმის თანაბარი ფასი აქვთ, ან კიდევ შესაძლოა შპონირებული მასალა უფრო ძვირიც კი ღირდეს.


დღეს შპონირებულ მასალას დიდი გამოყენება აქვს: კარებების, კარადების, იატაკის და სხვათა დასამზადებლად. შპონი გარეგნულად განსხვავდება იმის მიხედვით, თუ ხის რომელი კუთხეა დაჭრილი.

ჩნდება ლოგიკური კითხვა, მასიური ხისგან დამზადებული ავეჯი ბევრად უფრო გამძლე-რამხრივაა? როცა მიმდინარეობს ავეჯის განახლება ამ შემთხვევაში-ნაკაწრები, წყლის წვეთები, ლაქები უფრო მარტივი გამოსასწორებელია,  იგივეს ვერ ვიტყვით  შპონირებულ მასალაზე. იგივეს ვერ ვიტყვით შპონირებული მასალის განახლებაზე. თუ მოვუფრთხილდებით ორივე მასალას, შედეგი გადასარევი იქნება!

მასიური ხისგან დამზადებული ავეჯი, მზის სხივების მუდმივი ზემოქმედების შედეგად ხუნდება, ხოლო შპონირებული მასალა დამუშავებულია და მეტად უძლებს სითბოს წყაროების ზემოქმედებას. თუმცა თუ მასიური ხის ავეჯი დამზადებულია, ისე რომ სათანადო ლაქ-საღებავები იქნა გამოყენებული,  ამ შემთხვევაში, ის გაუძლებს სხვადასხვა ზემოქმედებას, თუნდაც მზის სხივებისას.  

შპონის შეწებების დროს მდფ-თან გამოყენებული წებო,  წყალგაუმტარია და გამოიყენება თვითმფრინავებში და საზღვაო მშენებლობაში, ამიტომ შექმნილი პროდუქტი-ბუნებრივ მასიურ ხეზე ძლიერია.

ეს იმ შემთხვევაში, თუ მზადდება შესაბამისი ტიპის მდფ-ი, რომელიც ნესტგამძლეა და იტანს  უარყოფით ზემოქმედებას. 

მასიური ხისგან დამზადებული ავეჯი, ზამთარსა და ზაფხულში მკვეთრ ზემოქმედებას განიცდის, რადგან მისი ფორმა ან ფართოვდება, ან იკუმშება. მბზინვარე მაგიდის ზედა ფენის შექმნა შეუძლებელია მასიური ხისგან, რადგან ის სეზონების მიხედვით ფორირებას განიცდის. ეს კი არ ახასიათებს შპონირებულ ავეჯს.

შპონი ბევრად ეკოლოგიური მასალაა, რადგან მასიური ხის ავეჯისგან განსხვავებით, საჭიროებს ნაკლები ხის მოჭრას.

ცალმხრივად ცარიელ მდფ-ის მასალას შესაძლებელია, რომ გადავაკრათ შპონის ფირფიტა. რითაც ავეჯი იძენს მეტ ელეგანტურობას და ხდება მომხიბლავი სტრუქტურის მატარებელი,  სწორედ ამის შედეგია, რომ იგი მნახველში მდიდრულ შთაბეჭდილებას ტოვებს ხოლმე. 

როცა შპონგადაკრულ ფილის კორპუსულ ავეჯს ვიყენებთ, გამოდის, რომ შეძლებისდაგვარად ვუფრთხილდებით ბუნებას. ამავე დროს, გამოყენების არეალიც უფრო ფართოა ვიდრე მასიური ხის შემთხვევაში. 



blog

ავტორის შესახებ

I.G

.

მსგავსი სიახლეები