რა არის მდფ?
21თებ

რა არის მდფ?

მდფ-ის მწარმოებლურობა მსოფლიოში დაიწყო 1980 წელს, ჩრ.ამერიკასა და ევროპაში. მდფ-ის შემადგენლობაში შედის 82%- ბოჭკოვანი ხე, 9%- ფორმალდეგიდის რეზინოვანი წებო, 8%- წყალი, 1%- პარაფინინის ცვილი

ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში არის ხეების ისეთი სახეობები, მაგ: პლანტაციებად მოყვანილი ფიჭვები, ევკალიპტი, რომელთა გადამუშავებით მიიღება მდფ-. ხეების ქერქი კი გადამუშავდება და ალბათ გინახავთ პარკებშიც-ლანდშაფტის არნახული  გაფორმება ნაფოტებისგან, (რასაც ნიადაგის დარჩილვასაც უწოდებენ ხოლმე) სხვა დანარჩენი, მაგალითად ძერკვი,  ღუმელში იწვება, როგორც ნედლეული. 

რაც შეეხება მდფ-ის ნელდლეულს, დამზადებისას შეიძლება გამოყენებულ იქნას: რეციკლირებული ქაღალდი, ხეები, მცენარე ბამბუკი, ნახერხი. ბოლო დროს კი დიდი ყურადღება დაეთმო ნამჯის გამოყენებასაც, რადგან ის სწრაფად განახლებადი მასალაა. ტექნოლოგიის გაუმჯობესებამ მოგვცა ნაკლებადტოქსიკური მდფ-ის სახეობები და გარემოზე მავნე ზემოქმედების როლიც მკვეთრად შემცირდა. 

მდფ-ის ფილები არის  ავეჯით დაინტერესებული კომპანიებისთვის კარგად მოხმარებადი მასალა. 

მდფ- აქვს მყარი, ბრტყელი და გლუვი ზედაპირი. 

უპირატესობები: ავეჯის შექმნისთვის მომხიბლავი მასალაა, იგი ხშირად გამოიყენება სასკოლო პროექტების ავეჯით გაწყობის დროს, რადგან არის მოქნილი მასალა; 

ჯერ კიდევ 1987 წელს EPA- დაიწყო საუბარი ფორმალდეგითთან მიმართებით, შემდეგ კი 1995 წელს WHO-კიბოს კვლევის საერთაშორისო სააგენტოს (IARC)-თან თანამშრომლობითფორმალდეგიდი სცნო ჯერ კიდევ 2004  წელს, როგორც ცხვირის, სასუნთქი გზებისა და ლეიკემიის გამომწვევ ერთ-ერთ მთავარ ფაქტორად. ევროპაში არსებობს 3-სახის ფორმალდეგიდის კლასი, Eo კლასიფიცირდება, როგორც 9-30 გრამი ფორმალდეგიდის წებოს არსებობა ყოველ 100 გრამში.

 EI და EII კლასებში კი კლასიფიცირდება ცოტა მეტი. 

მდფ-ის მასალისგან დამზადებული ავეჯი შეიძლება განთავსდეს იქ, სადაც 80%-ნი ან 60%-ნი ტენიანობაა. 

ამ ტიპის პროდუქტები, გამოიყენება, როგორც მაღალეკოლოგიურ საავეჯე მასალად, მას აქვს შესანიშნავი კომპაქტურობისა და ბოჭკოვანი გადაბმის თვისებები და ძალზედ ხელსაყრელ თანაფარდობას ინარჩუნებს სიხისტესა და სისქეს შორის. 

მდფ-ის ფილების სისქე  მერყეობს 4 მმ-დან 18 მმ-მდე, ეს ყველაზე ხშირად მოთხოვნადია. 

ამ მასალას ფართოდ იყენებენ: კარების, ლამინირებული იატაკებისა და კომბინირებული ავეჯის დასამზადებლად


blog

ავტორის შესახებ

I.G

.

მსგავსი სიახლეები

blog
21თებ

როგორია შპონის, ასევე მასიური ხის ავეჯი?

შპონი,  მიიღება ხის ტოტის ქერქისგან, ისტორიული წარსულის მიხედვით შპონის-ტიპის მასა...