პროგრამული ჩარხები -  ფრეზირება
03ოქტ

პროგრამული ჩარხები - ფრეზირება

გვაქვს  იტალიური დანადგარები, რომელთა მეშვეობითაც ვახდენთ ფასადების მოფრეზვას.

ასევე ვამზადებთ ფასადებს მდფ-სგან, მასიური ხისგანაც, 2 პროგრამული ჩარხზე: ნესტინგსა და ცნც-ზე. ცნც-საფრეზი დანადგარი არის 5 ღერძიანი და მისი მეშვეობით შეიძლება ბევრი ოპერაციის განხორციელება, სხვადასხვა კუთხის დამუშავება მაღალი სიზუსტით მოჭრა, ფრეზირება და კონსტრუირება.

ახლა კი, ცოტა მეტი გავიგოთ მდფ-ზე.

მდფ-  ძირითადად გამოიყენება ფასადების დასამზადებლად, როგორც საფრეზად, ისე ოვალური ფორმების მისაღებად. ის სხვადასხვა ფორმის და ხარისხისაა. მასზე შესაძლებელია ნებისმიერი ფიგურის  დაფრეზვა. იგი იღებება ეკოლოგიურად სუფთა წყლის საღებავით.

არსებობს ამ საღებავების მრავალი სახეობა იტალიური, ესპანური, თურქული და ასე ..  შეღებილი მდფ უპირატესობა ის არის, რომ იღებება ნებისმიერ ფერში. ის შეიძლება იყოს, როგორც მატოვი, ასევე პრიალაც. უძლებს ნესტს და წყალს და ჩვენი კომპანია "ინოვა ჯორჯია"-ს სამღებრო იყენებს "იკო"-ს ფირმის  მაღალი ხარისხის იტალიურ წყალზე დამზადებულ საღებავებს. 

დღეს კი წარმოგიდგენთ, ცნც- მიერ შესრულებულ სამუშაოს, კარის დამზადების პროცესს, გვესტუმრეთ თბილისი, ქინძმარაულის 5-ჩვენთან მრავალი სიახლე გელი ავეჯის დამზადებასთან დაკავშირებით. 


Tags

blog

ავტორის შესახებ

.

.

მსგავსი სიახლეები

blog
21თებ

როგორია შპონის, ასევე მასიური ხის ავეჯი?

შპონი,  მიიღება ხის ტოტის ქერქისგან, ისტორიული წარსულის მიხედვით შპონის-ტიპის მასა...